суббота, 11 июля 2015 г.

დღე IX

დღევანდელ დღეს - ჯგუფის თითოეულმა წევრმა გავაკეთეთ ჩვენი პროექტის ფორმალური პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.  ვიყავით ერთმანეთის შავი და თეთრი ოპონენტები - ქართული ხასიათიდან გამომდინარე რთული იყო შავ ოპონენტად ყოფნა :).  

www.tpdc.ge/essentials/ გვერდზე რესურსების, სხვადასხვა შაბლონების  სიმრავლე დადებითი მხარეა.
ასევე, კოლეგების პროექტების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია

ჯერ კიდევ გასულ წელს მინდოდა intel-ის ტრენინგზე დასწრება და მოხარული ვარ, რომ წელს მომეცა ამის საშუალება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ტრენერის,  გვანცას ტრენინგს ადრეც ვესწრებოდი და კმაყოფილი ვარ ამ დამთხვევითაც.
მადლობა ყველას: ტრენერს - გვანცას,  ორგანიზატორებს და ჩემს ,,ჯგუფელებს"
კოლეგებო, წარმატებებს გისურვებთ!





среда, 8 июля 2015 г.

დღე VIII

ძალიან დატვირთული და შედეგიანი დღე მქონდა, მთლად ბედნიერი არ ვარ მაგრამ ვგრძნობ რომ შედეგზე გავდივარ.

 დღევანდელი თემაც,  ფასილიტაცია მიზანმიმართული გამოწვევაა  მოსწავლისათვის და ასწავლის როგორ ისწავლოს. ჩანს მასწავლებლის ხედვა როგორ ესმის პროექტის მიზნები.

ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო  ბმულების გაკეთება ბლოგზე :)

понедельник, 6 июля 2015 г.

დღე VII

დღევანდელი დღის თემებიდან გამოვყოფდი ,,დიფერენცირებული სწავლება" და ,,გარდნერისა და ბლუმის მატრიცა", რაც დამეხმარება უზრუნველვყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა და დავგეგემო პროექტი დონეების მიხედვით რაც გაუადვილებს მოსწავლეებს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგზე გასვლას

суббота, 4 июля 2015 г.

დღე VI

მონაწილეობა მივიღე კოლეგების პრეზენტაციების განხილვაში, რაც დამეხმარება ჩემი ნაშრომის შეფასება-დაგეგმვაში. 
ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, რუბრიკები....


среда, 1 июля 2015 г.

დღე V

საპრეზენტაციო მასალის მომზადებისას მოსწავლის როლში ყოფნა  რთული იქნება...
ყველაზე მაგარი და ყველაზე შრომატევად-საინტერესო პროექტისთვის  სლაიდ-შოუს გაკეთება იქნება, რაშიც უნდა გასიგრძე-სიგანებული უნდა იყოს პროექტის მნიშვნელობა-მიზნობრიობა.

понедельник, 29 июня 2015 г.

დღე IV

თემა:  ,,შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა"
ჩემთვის საინტერესო იყო დროში გაწერილი შეფასება, რაც მოსწავლეთა საჭიროების გამოვლენაში დამეხმარება.
მე მომწონს პროექტის ნაწილებზე ,,ნაბიჯ-ნაბიჯ" მუშაობა რაც საშუალება მაძლევს გავიგო და გავიაზრო თითოეული.

суббота, 27 июня 2015 г.

დღე III

დღევანდელი დღის  თემა ,,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები" 
ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ვიცოდი მაგრამ ჩემმა ცოდნამ ,,ფორმაში" მოიყარა თავი და დახარისხდა.
მოტივაციას მიმაღლებს ტრენერის უკუკავშირი ჩემი შემდგომი მოქმედებისათვის